Refund Policy
წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს კერძო სამართლის იურიდიული პირის, იქომერს ასოციაცია - საქართველოს (საიდენტიფიკაციო კოდი: 405388085; მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა, N24, ბინა 90)
ასოციაციის ვებსაიტზე წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას, წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია, ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
-
ასოციაციის საწევრო თანხის დაბრუნების პოლიტიკა:
1.1. ასოციაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს ყველა პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მდგომარეობებს;
1.1.1. პირს შემთხვევით ჩამოეჭრა თვიური საწევრო თანხის ოდენობაზე მეტი,
1.1.2. პირი არ აკმაყოფილებს ასოციაციის წევრობის მოთხოვნებს,
1.1.3. პირი ვერ სარგებლობს ასოციაციის ვებ-გვერდზე არსებული ბენეფიტებით,
1.1.4. პირს აქვს ვებ-გერდზე შესვლის და სარგებლობის ხარვეზი. -
ასოციაციის საწევრო თანხის დაბრუნების წესი:
2.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ გააგზავნოთ წერილი ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე, პარალელურად
დაუკავშირდეთ ასოციაციის დირექტორს და აცნობოთ თანხის დაბრუნების სურვილისა და მიზეზის შესახებ.
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა ასოციაციას აცნობოთ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, დამატებით მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი საიდენტიფიკაციო კოდისა და საკონტატქო ტელეფონის შესახებ
2.3. თანხის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს ასოციაციის საწევრო თანხის გადახდიდან 30 დღის მანძილზე, 2.1. პუნქტში არსებული წესების და საფუძვლიანი მოთხოვნის (იხ. პუნქტები: 1.1.1., 1.1.2., 1.1.3., 1.1.4.) გათვალისწინებით.
2.4. ასოციაციის მხრიდან თანხის დაბრუნების შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას დადასტურების წერილი შინაარსით: მოთხოვნილი თანხა, დაბრუნებული თანხა, ასევე წერილობით დადასტურება იმის შესახებ, რომ რაიმე სახის პრეტენზია ან დავა არ არსებობს. -
ანაზღაურების წესი:
3.1. ასოციაცია აუნაზღაუროს ასოციაციის წევრს, მის მიერ გადახდილი თანხის:
3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება გადახდის თარიღიდან 30 დღის ვადაში განაცხადებს ასოციაციის თანხის დაბრუნების შესახებ *(პუნქტი: 2.1. შესაბამისად) და არსებობს შესაბამისი გარემოებები:
3.1.2. გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც აღემატება გადახდის მომენტში განსაზღვრული საწევროს თანხის ოდენობას, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება გადახდის თარიღიდან 30 დღის ვადაში განაცხადებს ასოციაციის თანხის დაბრუნების შესახებ *(პუნქტი: 2.1. შესაბამისად) და არსებობს შესაბამისი გარემოებები: პუნქტი: 1.1.1. პიროვნებამ შემთხვევით გადაიხადა წლიური საწევრო თანხის ოდენობაზე მეტი.
3.1.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით
მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
3.4. ასოციაცია იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს პიროვნებას კონრეტული მოთხოვნილი თანხა 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამება ზემოთ მოყვანილ ასანაზღაურებელ კრიტერიუმებს *(იხ. პუნქტი: 3.1.1., 3.1.2, 3.1.3.)
© 2024 by eCommerce Association Georgia | Privacy Policy