top of page

სინომი რითეილი - ასოციაციის ახალი წევრი

„სინომი რითეილი“ მოდის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი, საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 90-მდე ბრენდს აერთიანებს და ფლობს „ინდიტექსის“ ოფიციალურ და ექსკლუზიურ ფრენჩაიზს.


კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს სავაჭრო ნიშანზე უფლებას ტანსაცმლის, ფეხსაცმლის აქსესუარებისა და კოსმეტიკის ისეთ ბრენდებზე, როგორებიც არის, Zara, Massimo Dutti, Marks&Spenser, Mango, Us Polo, Charles & Keith, Monsoon, Kiko Milano, Aldo, Ipekyol და სხვ. ჯამში “სინომი რითეილი” 19 საერთაშორისო ბრენდს და 60 მაღაზიას აერთიანებს საქართველოში, აქედან 10 ბათუმშია წარმოდგენილი.


კომპანიის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური გაყიდვები და მომხმარებლებისთვის სამი მონობრენდული ვებ გვერდი უკვე ხელმისაწვდომია: www.zara.com; www.massimodutti.com; www.bershka.com, რის შედეგადაც ქართველ მომხმარებლებს უკვე აქვთ წვდომა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების სრულ კატალოგზე და საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ შეიძინონ და სასურველ მისამართზე მიიღონ გამოწერილი ნივთი. იმისათვის, რომ კიდევ არაერთ მონობრენდულ ვებ გვერდზე წვდომის საშუალება მივცეთ ჩვენს მომხმარებლებს, კომპანია აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ბრენდებთან.

bottom of page