WooCommerce-ის კვლევის თანახმად, გამოიკვეთა სტრატეგიები, რომლებსაც ონლაინ-ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები იყენებენ ე.წ. შავი პარასკევის და კიბერ ორშაბათის პერიოდში გაყიდვების მოცულობის გასაზრდელად. ამ სტატიაში, წარმოდგენილია შიდა ინფორმაცია ზემოთხსენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით, თუ როგორ ემზადებიან ონლაინ-მოვაჭრეები შავი პარასკევისა და კიბერ ორშაბათისთვის (Black Friday and Cyber Monday (BFCM) ) და რატომ არის მნიშვნელოვანი სადღესასწაულო პერიოდებში პროაქტიურობა.
ონლაინ გაყიდვები - ყველაზე მნიშვნელოვანი არხია გაყიდვებში
კვლევის ყველაზე მნიშნველოვანი ნაწილია რესპოდენტთა 76%-ის მიერ იმ ფაქტის დადასტურება, რომ მათი ონლაინ-გაყიდვები, წარმოადგენს შემოსავლის მთავარ წყაროს სადღესასწაულო პერიოდში და გაყიდვებისთვის ოპტიმიზირებული და გამართულად მომუშავე ვებ-გვერდის ქონის აუცილებლობის ხაზგასმა.
ონლაინ-მაღაზიათა 46%-მა აღნიშნა, რომ მათი გაყიდვების მოცულობა იზრდება 30%-ით, როცა იყენებენ სადღესასწაულო პერიოდის და BFCM კომბინაციას. 24%-მა აღნიშნა, რომ მათი შემოსავლის 30%-ზე მეტი, სწორედ ამ პერიოდზე მოდის. მაღაზიების 8% აცხადებს, რომ სადღესასწაულო და BFCM სეზონზე, მიიღეს შემოსავლის 50%-ზე მეტი.
საუკეთესო მოვაჭრეები მზადებას ადრიანად იწყებენ
საინტერესოა, რომ ონლაინ-მაღაზიების თითქმის 20% სადღესასწაულო სეზონისთვის მზადებას იწყებს 6 თვით და უფრო ადრე იმის ფონზე, როცა მოვაჭრეთა დიდი ნაწილი, მზადებას მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდის მოახლოვებისას იწყებს. ონლაინ-მაღაზიების 12%, რომელთა შემოსავალი $250K და მეტია, ამჯობინებენ სეზონისთვის ადრიანად მოემზადონ, ხოლო 34% ემზადება 3- 6 თვით ადრე.
ონალინ-მოვაჭრეთა მხრიდან სადღესასწაულო პერიოდისთვის მზადების საერთო სურათი ასე გამოიყურება:
● 26% ემზადება 1-4 კვირით ადრე
● 27% ემზადება 1-3 თვით ადრე
● 13% ემზადება 3-6 თვით ადრე
● 4% ემზადება 6+ თვით ადრე
სტრატეგიები, რომლებიც მოვაჭრეებმა უნდა გამოიყენონ
ბევრი ონლაინ-მოვაჭრე იგეგმება აქტიური სადღესასწაულო სეზონისთვის. ონლაინ-მაღაზიების 26% ზრდის მარაგებს, როგორც მათი სტრატეგიის მთავარ ნაწილს.
მოვაჭრეების მხრიდან დასახელებული ტოპ-სტრატეგიები:
● მარაგების გაზრდა
● მარკეტინგი
● რეკლამა
● ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია
ელ-ფოსტის დაგზავნა, როგორც ეფექტური მარკეტინგული არხი და სტრატეგიის ნაწილი, დაასახელა ონლაინ-მაღაზიათა 29%-მა. შემდეგ ტოპ-მარკეტინგულ სტრატეგიად, გამოკითხულ ონლაინ-მოვაჭრეთა 25%-ის მიერ დასახელდა ორგანული ძიება. კონტენტ მარკეტინგი, სოც-მედია და სარეკლამო ბანერები - დასახელდა 6%-ის მიერ.
ონლაინ-მოვაჭრეთა 34%-ს სტრატეგიული გეგმა ასე გამოიყურება:
● 26% დაამატებს ახალ პროდუქტს.
● 24% გააუმჯობესებს მარკეტინგულ სტრატეგიას.
● 16% გააუმჯობესებს ვებ-გვერდის ფუნქციონალს.
● 10% ფოკუსირებულია ადრეულ გაყიდვებზე.
● 9% მომხმარებელს შესთავაზებს სპეციალურ ფასდაკლებას.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცვლილებების სიის ბოლო სტრატეგიულ ნაწილებს წარმოადგენს:
● მომხმარებელთან ურთიერთქმედების გაუმჯობესება
● სოც-მედიაში მეტი აქტივობა
● მარაგების მართვა.
დასკვნა:
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას აკეთებენ სხვა ონლაინ-მოვაჭრეები, და განსაკუთრებით კონკურენტები იმისათვის, რომ მომზადებული შეხვდნენ სადღესასწაულო პერიოდში გაჩაღებულ შოპინგ-სეზონს და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის შესაძლებლობა, რომლებიც მათ სტრატეგიული დაგეგმვისას შეიმუშავეს და დანერგეს, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეთ რომელიმე პროდუქტი/მომსახურება, რომელსაც მათ ონალინ-მაღაზია სთავაზობს და ყიდვა არ გადაიფიქრონ არასწორად დაგეგმილი სტრატეგიის გამო.