top of page

ელექტრონული კომერციის დღე საქართველო 2023

ინოვაციებისა და განვითარების ხელშეწყობა ელექტრონული კომერციის სფეროში.


25 ოქტომბერს, იქომერს ასოციაცია საქართველომ მოაწყო ღონისძიება, რომელიც გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენდა ქვეყნის ი-ქომერს გარემოსთვის - eCommerce Day Georgia 2023. ივენთი ჩატარდა სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალას”-ში. სამიტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, 500 ადამიანის ნაცვლად, მას დაესწრო ინდუსტრიის 750 პროფესიონალი.


ღონისძიება, იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარის, ლადო კანდელაკის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ლადომ ხაზი გაუსვა ასეთი ივენთების აუცილებლობას ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის წინსვლისათვის. მან გამოკვეთა ასოციაციის როლი საქართველოს ი-ქომერს ბიზნესების განვითარებისა და ზრდის პროცესში. მისი გამოსვლის შინაარსის მიხედვით წარიმართა დღე, რომელიც მიეძღვნა ინოვაციასა და კოლაბორაციას ი-ქომერს სექტორში.


ღონისძიებაზე წარსდგა მრავალი სპიკერი. ადამიანები, რომლებიც ელექტრონული კომერციის ინოვაციური პროექტების სათავეში არიან, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. კონსტანტინ კოსტადინოვმა, RAKUTEN VIBER-დან, სიღრმისეულად წარადგინა სუპერაპლიკაციის კონცეფცია და მისი გავლენა ბრენდული ელექტრონული კომერციის სტრატეგიებზე. ანჯელა კაშპერუკმა, VISA-დან, ისაუბრა გადახდების გამოცდილების ტრანსფორმაციაზე, ხოლო ომერ კულაკლიკაიამ, TRENDYOL-დან, განიხილა პლატფორმის, როგორც რეგიონალური ელექტონული კომერციის მოთამაშის როლი. ნიკა ჩილინდრიშვილმა, TNET-დან, ისაუბრა მონაცემთა ჰაბების მნიშვნელობაზე. ნათია ნინიკელაშვილი, SOPLIDAN-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხო ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. გიორგი ჩუგოშვილმა, PHUBBER-დან, განიხილა ტექნოლოგიების, მოდისა და მდგრადობის თანკვეთა. იყო ბევრი სხვა ბრწყინვალე სპიკერი და ჩვენ, როგორც ღონისძიების ორგანიზატორები,მადლობას ვუხდით ყველას მონაწილეობისათვის.


ღონისძიების წარმატება, არა მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობით, არამედ ინტერაქციების ხარისხითა და მიმდინარე დისკუსიების სიღრმისეული ხასიათითაც განისაზღვრება. არჩილ ფირიაშვილმა (VELI.STORE) და ხატია ჭითაშილმა (AMAZON PHARMACY) ისაუბრეს ციფრულ ტრანსფორმაციაზე ჯანდაცვის საცალო ვაჭრობაში. ჩატარდა ვორქშოპები, მაგალითად, თორნიკე სამადაშვილი (BANK OF GEORGIA) ხელმძღვანელობდა Ad Manager Workshop-ს. დღის მანძილზე მონაწილეებმა ერთმანეთს დიდი ცოდნა გაუზიარეს.


ღონისძიებამ თავი მოუყარა სამომავლოდ მნიშნელოვან საკითხებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ კომერციაში, ციფრული მარკეტინგი და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი. ეს იყო დღე, სადაც ინოვაცია თანხვედრაში იყო პრაქტიკულობასთან და გლობალური ტენდენციები ეროვნულ ამბიციებს ემთხვეოდა.


აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ელექტრონული კომერციის საზოგადოების გამძლეობისა და ადაპტაციისუნარიანობის დასტურს. COVID-19-ის დროს წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე, ღონისძიებამ ინდუსტრიის შეხვედრებისათვის ახალი სტანდარტი შექმნა. ივენთმა ხაზი გაუსვა ქვეყნის პოტენციალს გახდეს ელექტრონული კომერციის ჰაბი და წარმოაჩინა ინოვაციების ის მძლავრი სული, რომლითაც განსმჭვალულია ქართული ელექტრონული კომერციის სფერო.


eCommerce Day Georgia 2023 დასრულდა, მონაწილეთა შორის დისკუსიებმა და დამყარებულმა კავშირებმა ბიძგი მისცა ქვეყანაში ელექტრონული ტრანსფორმაციის ახალ ტალღას.


ელექტრონული კომერციის ასოციაცია - საქართველო, დაუღალავად აგრძელებს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობ პროცესს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ნათელ მომავალს ელექტრონული კომერციის სფეროში.




bottom of page