top of page

"დევსფეისი" – თქვენი სანდო პარტნიორი ციფრული გადახდების სამყაროში


კომპანიის შესახებ 

დღევანდელ, სწრაფად ცვალებად ციფრულ ეკონომიკაში, ბიზნესისთვის გადახდების ეფექტურობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს ფინ-ტექ კომპანია „დევსფეისი“, რომელიც როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაარსების დღიდან ქმნის ბიზნესზე მორგებულ ციფრულ პროდუქტს. მათ შორის არის სტრატეგიული პარტნიორის, (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია) „ოლ ფეი ვეი“- თან თანამშრომლობით შესრულებული იუსტიციის სამინისტროს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ფინანსური მართვისა და მონიტორინგის ერთიანი სისტემა, მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.


ინოვაციური და მოქნილი საგადახდო გადაწყვეტილებები 

კომპანია „დევსფეისი“ აქტიურად მუშაობს ელექტრონული გადახდების სისტემების გამარტივებაზე, რათა მომხმარებლებსა და ბიზნესებს შესთავაზოს უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გადახდის მექანიზმები. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვითა და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებით, კომპანია ცდილობს, შექმნას ეფექტური სისტემა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თანამედროვე ციფრული ეკონომიკის მოთხოვნებს. კომპანიის მიზანია, მხარი დაუჭიროს როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ფლობენ ონლაინ მაღაზიებს და სურთ, მარტივად მიიღონ სერვისები, რომლებიც ამცირებს დანახარჯებს და ამარტივებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდეს განვითარებასა და ზრდაზე.


თანამშრომლობა და განვითარება 

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან ბიზნესებთან და სთავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ ციფრულ პროდუქტებს. კომპანიის მიზანია მუდმივად განავითაროს და გააფართოვოს სერვისები, მათ შორის ელექტრონული გადახდების სისტემები, რომელიც ბიზნესებს კიდევ უფრო მოქნილ, გამარტივებულ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს.


მომავლის ხედვა 

კომპანია არ ჩერდება მიღწეულზე - ციფრული ინოვაციების დანერგვით, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებით და სანდო პარტნიორობით ისწრაფვის, გახდეს წამყვანი მოთამაშე საგადახდო მომსახურების ბაზარზე.

ერთ-ერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ძალიან მალე დაეხმარება ბიზნეს მომხმარებელთა მომსახურებაში, არის “escrow payment” რომელიც უზრუნველყოფს მყიდველსა და გამყიდველს შორის შემდგარი გარიგების საფუძველზე (სმარტ კონტრაქტი)-ს მეშვეობით დაზღვეულ და დაცულ ანგარიშსწორებას.


Escrow payment” - სერვისი განკუთვნილია  როგორც ონლაინ მაღაზიების, ასევე იმ ფიზიკური პირებისთვის (მყიდველი, გამყიდველი), რომლებსაც სურთ ანგარიშსწორება იყოს დაცული და დაზღვეული.


“Escrow Payment” 

სერვისი ბეტა ვერსიის ფარგლებში  კომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ ამ სერვისის დანერგვას, პირველ თვეს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სერვისით სრულიად უფასოდ.

 


bottom of page