top of page

გაყიდვების მენეჯერი


"10xSEO.Ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


10XSEO.GE საერთაშორისო გამოცდილების მქონე SEO სპეციალიზებული სააგენტოა, ვმუშაობთ ქართულ, ამერიკულ, კანადურ, ბრიტანულ და ავსტრალიურ ბაზრებზე.


გვესაჭიროება გამოცდილი გაყიდვების სპეციალისტი, რომელიც გააკეთებს შეთავაზებებს ქართულ და უცხოურ ბაზარზე, ყველა საჭირო ხელსაწყოსა და ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ, ასევე ჩვენი სერვისის შესახებაც დავატრენინგებთ.

სამუშაოს აღწერა:

* პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება;

* პოტენციურ მომხმარებლებთან Email შეთავაზებების გაკეთება;

* მომხმარებლისთვის მომსახურების/სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

* მომხმარებლის მომსახურებით/სერვისით დაინტერესება, სიახლეების შეთავაზება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


* აუცილებელია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სატელეფონო გაყიდვებში მუშაობა ჩაითვლება უპირატესად);

* ინგლისურად გამართულად მეტყველების უნარი;

* CRM სისტემებთან და თანამედროვე გაყიდვების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.


სამუშაო პირობები:


* ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

* სამუშაო განრიგი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)



დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sales@10xseo.ge



bottom of page