გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Whiz.io.
ვიზიო ჯგუფის შექმნის ისტორია ეფუძნება იდეას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაამყაროn მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაცია, მათთვის სასურველი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით და მისცენ მათ ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ კომპანიას მივცეთ შანსი, ისარგებლონ უცხოური, ძვირადღირებული პროგრამული უზრუნველყოფების ქართული ალტერნატივით, ხელმისაწვდომ ფასად, რომელიც მათ ბიზნეს პროცესებს გახდის მოქნილს და თანამედროვე ციფრულ სამყაროსთან ადაპტირებულს. ვიზიო ჯგუფი გთავაზობთ მშობლიურ ენაზე და ქართულ ბიზნეს პროცესებზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას და კონსალტინგს, რაც დაგეხმარებათ დასახული მიზნების მარტივად და სწრაფად მიღწევაში, რაც მთავარია საერთაშორისო KPI მაჩვენებლების მიხედვით.
ვიზიო ჯგუფის სერვისებია:
დისტანციური გაყიდვების მოდული
ქოლ-ცენტის პროგრამული უზრუნველყოფა
კონტაქტ-ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფა
საკომუნიკაციო არხები: ლაივ-ჩატი, მესენჯერი, ვოთსაპი, ვაიბერი და ა.შ
დავალებების მოდული
კონსალტინგი მომხმარებლებთან ეფექტური კომინიკაციისათვის, თანამშრომლების ტრეინინგი, რეტრენინგი, მიმდინარე მდგომარეობის აუდიტი, საერთაშორისო KPI მაჩვენებლების დანერგვა კომპანიაში.