United Payment -ი უმსხვილესი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც FaaS (Fintech as a Service) პრინციპით მუშაობს და სერვისებს დიდ ბრიტანეთს, რუმინეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს და საქართველოს აწვდის.
კომპანია ბიზნეს სექტორს ფინანსურ-ტექნოლოგიურ მომსახურებებს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს, როგორებიც არის:
- Online და Offline გადახდები; - შიდა და საერთაშორისო ფულადი გზავნილები; - Prepaid ბარათები და ციფრული საფულე; - გადახდების Smart ყუთები და ჭკვიანი სეიფები; - ლოიალურობის პროგრამები.
United Payment-მა საქართველოში მოიპოვა ეროვნული ბანკის ლიცენზია და უკვე აამუშავა ონლაინ გადახდებისა და სწრაფი ფულადი გზავნილების სერვისები.