ელექტრონული კომერციის თანამედროვე სამყაროს გააჩნია ორი მთავარი ამოცანა: ახალი მომხმარებლების მოზიდვა და მათი მაქსიმალურად შენარჩუნება საკუთარ პლატფორმაზე. ამ სტატიაში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს რეთარგეთინგისა და რემარკეტინგის გამოყენებით.
რა არის რემარკეტინგი და რეთარგეთინგი?
ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება როგორც სინონიმები, რადგან მათ შორის სხვაობა ძალიან უმნიშვნელოა. რეთარგეთინგი და რემარკეტინგი - ეს არის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მიმართულია რეკლამის იმ მომხმარებლებისთვის გადამისამართებაზე, რომლებიც უკვე შემხებლობაში არიან თქვენს ვებ-გვერდთან ან პროდუქტთან. ეს პროცესი ხელს უწყობს რეკლამა მიეწოდოს სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს ინტერესი. თქვენი პროდუქტით დაინტერესებულ აუდიტორიასთან მუშაობა, გაცილებით მეტი შედეგის მომტანია.
გამოიყოფა რეთარგეთინგის შემდეგი ტიპები:
საიტზე რეთარგეთინგი: რეკლამას აჩვენებს მათ, ვინც ადრე ნახა თქვენი საიტი.
დინამიური რეთარგეთინგი: აჩვენებს კონკრეტულ პროდუქტებს, რასაც მომხმარებელი ხშირად ნახულობს.
საძიებო რეთარგეთინგი: იმ მომხმარებლების თარგეთინგი, რომლებიც უკვე ეძებდნენ პროდუქტს თქვენს საიტზე.
რემარკეტინგში კი არსებობს შემდეგი მიმართულებები:
სოციალური რემარკეტინგი: ეს მიმართულება გამოიყენება სოციალური ქსელების პლატფორმებზე, როგორიცაა: Facebook, Instagram, Twitter და სხვა. თქვენ აჩვენებთ რეკლამას იმ მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ შეხება თქვენს გვერდებთან ან შემოსული იყვნენ საიტზე.
ვიდეო რემარკეტინგი: ეს მიმართულება იყენებს ვიდეო ფორმატის რეკლამას ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა YouTube. რეკლამის ჩვენება ხდება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უკვე ნანახი აქვთ თქვენი ვიდეოები ან ურთიერთობა ჰქონდათ თქვენს არხთან.
Email რემარკეტინგი: ეს მიმართულება მოიცავს პერსონალური ელ-წერილების დაგზავნას მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გამოწერილი აქვთ განახლებები ან უკვე ისარგებლეს თქვენი მომსახურებით (შეუკვეთეს თქვენი საიტიდან).
როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია ?
იმისათვის, რომ რემარკეტინგის გამოყენება შედეგიანი იყოს, საჭიროა სწორი აუდიტორიის შერჩევა სარეკლამო ბანერის ჩვენებისთვის. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? ამ მიდგომის მთავარი იდეაა - რეკლამის ჩვენება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უკვე ჰქონდათ შეხება თქვენს პროდუქტთან.
აუდიტორიის განსაზღვრის მთავარი მომენტებია:
მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვება - საჭიროა გაიგოთ და სტრუქტურირება გაუკეთოთ მომხმარებლების ქცევას, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ საიტზე შემოსვლების მაკონტროლებელი ინსტრუმენტები.
აუდიტორიის სეგმენტაცია - მას შემდეგ, რაც ინფორმაციას მოაგროვებთ და შექმნით მომხმარებელთა ბაზას, საჭიროა მისი სეგმენტაცია ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა: კონკრეტული პროდუქტის ნახვა, კალათაში დამატება და ასე დატოვება, განხორციელებული შესყიდვები და ა.შ.
პერსონალიზებული განცხადებები: შექმენით მსგავსი განცხადებები მომხმარებელთა ყველა ჯგუფისთვის. მაგალითად, ვინც პროდუქტი კალათში ჩადო და არ დაასრულა შეძენის პროცესი, შეგიძლიათ შესახსენებელი შეტყობინება აჩვენოთ მოსალოდნელ ფასდაკლებებთან ერთად.
შეტყობინებების თანმიმდევრულობა: შეიმუშავეთ თანმიმდევრული შეტყობინებების შექმნა-გაგზავნის სტრატეგია და გაუგზავნეთ ადამიანებს მათი საქმიანობის შესაბამისად, თუმცა, თავდაპირველად სავარაუდო აქციები და ფასდაკლებები წარუდგინეთ, შემდეგ კი ნანახი ან კალათაში დატოვებული პროდუქტი შეახსენეთ და ა.შ.
შექმენით პერსონალიზებული სარეკლამო შეტყობინებები და შეთავაზებები:
პერსონალიზებული შეტყობინებები ზრდის კონვერსიას, იპყრობს მეტ ყურადღებას და მეტ შანსს აჩენს იმისას, რომ მომხმარებელი შენაძენს გააკეთებს. კონტენტის და შეტყობინებების პერსონალიზაცია დადებითად მოქმედებს მომხმარებლების მხრიდან ლოიალობის გაჩენაზე.
ამ მიმართულებით მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს არის შემდეგი:
პერსონალიზაცია: გამოიყენეთ მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაცია.
დინამიური კონტენტი: გამოიყენეთ ისეთი კონტენტი, რომელიც ავტომატურად იმოქმედებს მომხმარებლის ინტერესებსა და სურვილებზე.
სათაური: გამოიყენეთ საინტერესო და ცოტა დამაინტრიგებელი სათაური.
ფასდაკლება და შეთავაზებები: გამოიყენეთ ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები დასრულებული შენაძენის გაკეთებისას.
ბრენდის სტილის შენარჩუნება: პერსონალიზაციის მიუხედავად, საჭიროა ბრენდის სტილის ბოლომდე შენარჩუნება.
A/B ტესტები: ყოველთვის დატესტეთ სარეკლამო ტექსტები, რათა გახადოთ ისინი მაქსიმალურად ეფექტური.
რეთარგეთინგის გამოყენება სხვადასხვა პლატფორმებზე
გამოიყენეთ რეთარგეთინგი სხვადასხვა მარკეტინგულ არხებზე, როგორიცაა:
Google Ads;
Facebook Ads;
Instagram;
LinkedIn;
Twitter;
YouTube;
Email.
რაც საშუალებას მოგცემთ ბევრი ნახვები გქონდეთ და გაზარდოთ სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა. ამ მეთოდის გამოყენებისას, არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარი მიზანია აუდიტორიის სწორად მომართვა.
რეთარგეთინგის შედეგების ანალიზი
მიღებული შედეგების ანალიზი - ერთ-ერთი მთავარი პროცესია. სწორედ ანალიტიკა ეხმარება ბიზნესს, გამოავლინოს მისი საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები. იმუშაოს პრობლემების აღმოფხვრაზე და მოახდინოს სარეკლამო კამპანიის მოდერნიზება, გააუმჯობესოს სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი და გახადოს ის უფრო ეფექტური.
დინამიური რემარკეტინგის ეფექტური გამოყენება
ეს არის სტრატეგიის სახეობა, რომელიც შეიძლება მივაკუთვნოთ “სრულყოფილი მარკეტინგის” კატეგორიას. იმისათვის, რომ დინამიური მარკეტინგი ეფექტურად გამოვიყენოთ, საჭიროა:
პროდუქტის მონაცემები: ატვირთეთ პროდუქტის/მომსახურების მონაცემები რემარკეტინგის სისტემაში (დასახელება, ფოტო, ფასი, აღწერა და ა.შ.).
შაბლონები: შეიმუშავეთ სარეკლამო განცხადებების შაბლონები, რომლებსაც შეუძლიათ ძირითადი სიიდან ავტომატურად ჩასვან მონაცემები პროდუქტის შესახებ.
აუდიტორიის შერჩევა: განსაზღვრეთ, მომხმარებელთა რომელი ჯგუფები დაინახავენ რეკლამას.
თარგეთინგის დაყენება: აირჩიეთ კონკრეტულად სად იქნება ნაჩვენები დინამიური განცხადებები. ეს შეიძლება იყოს პარტნიორების საიტები, სოციალური ქსელები ან სხვა სარეკლამო არხები.
მონიტორინგი და ოპტიმიზაცია: თვალი ადევნეთ დინამიური რემარკეტინგის კამპანიის შედეგებს. გააანალიზეთ შემდეგი მეტრიკები: კონვერსია, CTR, ROI და ა.შ. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოახდინეთ სტრატეგიის კორექტირება, რათა მიიღოთ უკეთესი შედეგები.
შედეგების ტესტირება და ანალიზი: შეამოწმეთ სხვადასხვა შაბლონის ტესტები, ფუნქციონალი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იმისათვის, რომ იპოვოთ ოპტიმალური კომბინაციები.
დასკვნა
რემარკეტინგი და რეთარგეთინგი - ძლიერი ინსტრუმენტებია, რომლებიც ბიზნესს ეხმარება არსებული აუდიტორიის შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში. ისინი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე მარკეტინგულ კამპანიებში. მათი დახმარებით იზრდება კონვერსია, მომხმარებლებთან ურთიერთობის ხარისხი და ხდება სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია. იმისათვის, რომ ციფრულ ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ, თქვენმა კომპანიამ აქტიურად უნდა გამოიყენოს ეს ინსტრუმენტები, იცოდეს მათთან მუშაობა და აქტიურად მოერგოს ბაზარზე არსებულ რეალობას.