top of page

რა არის UX-განვმარტავთ მარტივად

UX (User Experience) – ეს არის მომხმარებლის გამოცდილება და ის განისაზღვრება ზუსტად იმით, თუ როგორ ურთიერთქმედებს მომხმარებელი პროდუქტთან, როგორიცაა: საიტი, აპლიკაცია ან სერვისი. მისი ამოცანაა - გახადოს ყველაფერი მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი. რომ მომხმარებლებმა შეძლონ საკუთარი პრობლემის, საჭიროების გადაწყვეტა რამოდენიმე ღილაკით.

 

თუ ვისაუბრებთ მაგალითად საიტზე, ამ შემთხვევაში მომხმარებლის გამოცდილებაზე პასუხს აგებს როგორც დიზაინი, ისე ინტერფეისი, რომელშიც შედის ნავიგაცია, ვიზუალური იერარქია და ა.შ. UX–დიზაინი – ეს ნიშნავს ისეთი ელემენტების შექმნას, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს მარტივად იპოვონ ის, რაც სჭირდებათ.

 

მომხმარებლის გამოცდილება საჭიროა ნებისმიერი პროდუქტისთვის და თუ UX იქნება ცუდი, მომხმარებელი ხელმეორედ მის გამოყენებას აღარ მოისურვებს. მაგალითად, ვებ გვერდზე მომხმარებელს სულ რამოდენიმე წამი სჭირდება იმისათვის, რომ მიხვდეს, იმსახურებს თუ არა ეს რესურსი ყურადღებას. სწორედ ასეთ სიტუაციებში თამაშობს გადამწყვეტ როლს ზემოთხსენებული.






bottom of page