
High-Tech Solutions, როგორც სანდო ტექნოლოგიური პარტნიორი, აქტიურად თანამშრომლობს E-Commerce ბიზნესებთან და სთავაზობს მაღალხარისხიან სერვისებს, რომლებიც ეხმარება ონლაინ პლატფორმებს უწყვეტი, უსაფრთხო და ოპტიმიზირებული მუშაობის უზრუნველყოფაში. სერვისები მოიცავს:
• Load Testing – ტესტირების მეთოდი, რომელიც ამოწმებს სისტემის, აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის ქცევას სხვადასხვა დატვირთვის პირობებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ტრეფიკის პერიოდში, როგორიცაა შავი პარასკევი, 3-8 მარტი და სხვა სეზონური აქციები. ტესტირების შედეგები ემსახურება სისტემის მდგრადობის შეფასებას, პოტენციური bottleneck-ების იდენტიფიცირებასა და რესურსების ოპტიმიზაციას.
• Application Performance Monitoring Tool – მონიტორინგის ხელსაწყოს ინტეგრაცია, რომელიც უზრუნველყოფს აპლიკაციის პერფორმანსის მუდმივ ანალიზსა და ოპტიმიზაციას. ეს ეხმარება E-Commerce ბიზნესებს პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებასა და მომხმარებლისთვის უკეთესი user experience-ის მიწოდებაში.
• SAST & DAST – კოდის (სტატიკური) და აპლიკაციის (დინამიკური) უსაფრთხოების სკანირება, რომელიც იძლევა მოწყვლადობების დროული აღმოჩენის შესაძლებლობასა და ზრდის სისტემის მდგრადობას.
• Penetration Testing – აპლიკაციისა და ინფრასტრუქტურის ღრმა უსაფრთხოების ტესტირება, რომლის მიზანია რეალური კიბერშეტევების სიმულაცია მოწყვალოდობების იდენტიფიკაციისა და ექსპლუატაციის მიზნით.
თუ E-Commerce ასოციაციის წევრებს სურთ მეტი ინფორმაცია ამ სერვისებზე, High-Tech Solutions მზადაა ითანამშრომლოს და უზრუნველვყოს მათი პლატფორმების მაქსიმალური ეფექტიანობა.