"eCommerce Breakfast" event
- guntsadze
- Mar 12
- 1 min read
Updated: Mar 15
“იქომერს ასოციაცია საქართველო” წარმოგიდგენთ ექსკლუზიური ღონისძიებების სერიას –“eCommerce Breakfast”

ეს არის სპეციალური შეხვედრების ციკლი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს. თითოეული “eCommerce Breakfast” ფოკუსირებულია კონკრეტულ ინდუსტრიაზე ან ნიშაზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს:
ჩაერთონ მნიშვნელოვან დისკუსიებში
გაცვალონ გამოცდილება
დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტაქტები
ეს ღონისძიებები არის უნიკალური პლატფორმა ინდუსტრიის ლიდერებისთვის, ბიზნესის
მფლობელებისთვის და ექსპერტებისთვის, სადაც განიხილება:
გამოწვევები და ტენდენციები
სექტორის ზრდის შესაძლებლობები
ახალი პარტნიორობის პერსპექტივები
პირველი შეხვედრა იქნება 13 მარტს, კაფე არტ ჰაუსში
Food & Beverage სექტორისთვის, სადაც მონაწილეები შეხვდებიან ინდუსტრიის წამყვან C-level მენეჯერებს და ბიზნეს მფლობელებს. მათ ასევე ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გააზიარონ თავიანთი გამოცდილება, განიხილონ ინდუსტრიის გამოწვევები და შექმნან ახალი კოლაბორაცია. eCommerce Breakfast – კალენდარი
შეხვედრები ჩატარდება თვეში ორჯერ, და თითოეული შეხვედრა მიეძღვნება განსხვავებულ სექტორს :
27 March - Pharma&Health care
10 April - Delivery & Logistics
24 April - Fashion & Retail
1 May - IT & Development
15 May - Payments & FinTech
29 May - eCommerce Legal
12 June - Beauty & Cosmetics
დეტალებისთვის მოგვწერეთ: info@ecag.ge