top of page

eCommerce Berlin Expo 2025: საერთაშორისო ნეთვორქინგის და ინოვაციების შესაძლებლობა


ყველაზე დიდი, B2B e-commerce ღონისძიება - “eCommerce Berlin Expo 2025” გაიმართება 19-20

თებერვალს გერმანიაში, STATION Berlin-ში.

ღონისძიების რიგით მე-9 გამოცემა, აერთიანებს გამოფენებსა და კონფერენციებს, რომელიც

სტუმრებს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს ბიზნესის ზრდისთვის, ცოდნის გაზიარებისთვის და ნეთვორქინგისთვის.

ეს ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პლათფორმას კომპანიებისთვის, რომ დაუკავშირდნენ e-commerce ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს, წარადგინონ ინოვაციები და გააცნონ თავიანთი პროდუქტები და სერვისები საერთაშორისო აუდიტორიას.

ღონისძიებას დაესწრება 12,000-ზე მეტი სტუმარი და მონაწილეობას მიიღებს 300-ზე მეტი წამყვანი კომპანია, მათ შორის: Temu, Amazon, Alibaba, FedEx, Brevo, Computop, JTL და Kaufland. ეს არის შანსი, რომელიც არ უნდა გამოტოვოს, მან ვისაც სურს გააფართოვოს თავისი ქსელი და დაიმკვიდროს ადგილი გლობალურ ბაზარზე.

Expo წარმოდგენს 290-ზე მეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიას გერმანიიდან და 30 საერთაშორისო ბაზრიდან, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებენ უახლეს გადაწყვეტილებებსა და ინოვაციებს e-commerce ინდუსტრიაში.


ამასთანავე, ღონისძიებაზე იქნება ფართო კონფერენციის პროგრამა, რომელშიც 100-ზე მეტი ინდუსტრიის ექსპერტი და აზროვნების ლიდერი წარადგენს თავიანთ შეხედულებებსა და გამოცდილებას მრავალ სცენაზე და მასტერკლასში.


გამოფენასა და კონფერენციის გარდა, E-commerce Berlin Expo მონაწილეებს ასევე სთავაზობს მრავალ შესაძლებლობას დაუკავშირდნენ და დაამყარონ კონტაქტები ინდუსტრიის კოლეგებთან.


10,000-ზე მეტი ონლაინ მაღაზიის წარმომადგენელი, საცალო ვაჭრები, მწარმოებლები და wholesaler-ები წარმოადგენს უნიკალურ შანსს, რომ დაამყაროთ ურთიერთობები, გააზიაროთ იდეები და განავითაროთ თანამშრომლობა. აღსანიშნავია რომ ღონისძიებაზე დასწრება არის უფასო.

ღონისძიების დამატებითი დეტალები:

  • 2 დღიანი ღონისძიება: მსოფლიო დონის e-commerce პროფესიონალების შეკრება

გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის.

  • 12,000 + სტუმარი: უნიკალური შესაძლებლობა ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და ბიზნეს

ურთიერთობების განვითარებისთვის.

  • ნეთვორქინგის შესაძლებლობა: მონაწილეებს ეძლევათ მარტივი წვდომა პოტენციურ

პარტნიორებთან და მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.

  • VIP პროგრამა: სპეციალური პრივილეგიები სტუმრებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქსელის გამყარებას და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

  • Networking Party: 19 თებერვალს, პირველივე დღის ბოლოს, გაიმართება გამორჩეული საღამო, რომელიც შეკრებს მონაწილეებს, პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს ახალიკონტაქტების დასამყარებლად.

  • Networking Party-ის ფარგლებში გაიმართება „E-commerce Germany Awards“ დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გამოარჩევს საუკეთესო ინოვაციებს და მომსახურებებს ინდუსტრიაში. ასევე,ხელმისაწვდომია სპონსორობის შესაძლებლობები, რაც დამატებით გამორჩეულობას შესძენს თქვენს ბრენდს.


E-Commerce Berlin Expo 2025 არ არის მხოლოდ გამოფენა - ეს არის შანსი, გახდეთ გლობალური დისკუსიის ნაწილი e-commerce ინდუსტრიაში.

გამოცდილ პროფესიონალებსა თუ ახალბედებს ეს ღონისძიება სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესის


განვითარებისა და ახალი პარტნიორობისთვის.

იქომერს ასოციაცია საქართველო ორგანიზებას უკეთებს საქართველოში არსებული e-commerce კომპანიების დელეგაციის წაყვანას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე. დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ და გაიაროთ რეგისტრაცია.


იყავით მომავლის e-commerce ინდუსტრიის ნაწილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ქალაქში! რეგისტრაცია - https://ecommerceberlin.com/visit 

bottom of page