Buildy - ასოციაციის ახალი წევრი
- guntsadze
- Mar 20
- 2 min read
Buildy არის საქართველოში პირველი სამშენებლო და სარემონტო მასალების აპლიკაცია (IOS & Android) რომელიც მომხმარებლებს უმარტივებს მასალების შეძენის პროცესს.

აპლიკაცია აერთიანებს 40-ზე მეტ მომწოდებელს და 300 კატეგორიის 50,000-ზე მეტ
პროდუქტს. მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეიძინონ სამშენებლო მასალები, როგორიც არის; ხელსაწყოები, სანტექნიკა, საღებავები,ელექტროობა, ფილები და სხვა.
სხვადასხვა მომწოდებლისგან შერჩეული პროდუქტები კი ერთ კურიერს მიაქვს
დანიშნულების ადგილამდე.
აპლიკაციის ძირითადი ფუნქციონალი:
✔ პროდუქციის ძიება და შედარება – მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოძებნონ
სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტები და შეადარონ ფასები, რაც არჩევანის გაკეთებას ამარტივებს.
✔ ონლაინ გადახდა – Buildy-ს დაცული გადახდის მექანიზმი მომხმარებლებს უსაფრთხო და კომფორტულ ონლაინ გადახდის საშუალებას აძლევს.
✔ მიტანის სერვისი – სხვადასხვა მომწოდებლისგან შეძენილი პროდუქცია ერთ
შეკვეთაში ერთიანდება და კურიერის მეშვეობით მიეწოდება მომხმარებელს.
✔ მომწოდებლების ფართო ქსელი – აპლიკაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ
მომწოდებლებს, როგორიცაა დომინო, გორგია, ნოვა, კნაუფი, სმარტერი, მიდეა და სხვა.
✔ ექსკლუზიური მომწოდებლები – Buildy-ის მომხმარებლებს უკვე აქვთ წვდომა ისეთი მომწოდებლების პროდუქტებზე, რომლებიც აქამდე ონლაინ სივრცეში არ იყოს ხელმისაწვდომი და მათი შეძენა ონლაინ მხოლოდ Buildy-ის აპლიკაციიდან არის შესაძლებელი.
2024 წელს, Buildy გახდა ბრიტანეთში დაფუძნებული Construction Tech Club-ის წევრი –როგორც ინდუსტრიის პირველი წარმომადგენელი რეგიონიდან, სამშენებლო ინდუსტრიის გაციფრულების მიისით.
მიმდინარე წლიდან, Buildy შეუერთდა E-commerce ასოციაციას, რომელიც საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას უწყობს ხელს. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან:
✔ ასოციაციასთან თანამშრომლობა დაგვეხმარება მისი წევრების გამოცდილების
გაზიარებასა და ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
✔ ასოციაციის წევრობა გვაძლევს მეტ შესაძლებლობას მომხმარებელთა ნდობის
გასამყარებლად.
✔ ჩვენი მიზანია საქართველოში E-commerce გარემოს გაუმჯობესება, ონლაინ კომერციის რეგულაციების განვითარებაში და ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა.
Buildy აგრძელებს აპლიკაციის ფუნქციონალისა და სერვისის განვითარებას,
მომწოდებლებისა და პროდუქტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და
უახლოეს მომავლაში ახალი ინოვაციური სერვისები გახდება ხემისწავდომი სარემონტო ინდუსტრიისთვის.
კომპანიის მიზანია, სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა გახადოს
მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული.
Buildy-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-იდან, ასევე Play Store-დან:
App Store: https://shorturl.at/adzZ4
Play Store: https://shorturl.at/amrGJ