top of page

Balkan eCommerce Summit 2025 – ადგილი,სადაც ბალკანეთის  ელექტრონული კომერციის  მომავალი იქმნება!




29-30 აპრილს, Arena Sofia, ბულგარეთში უმასპინძლებს წლევანდელ „Balkan eCommerce Summit“ -ის დიდ ღონისძიებას, სადაც 20 ზე მეტი ქვეყნის პროფესიონალები, 160-ზე მეტი წამყვანი კომპანია და მსოფლიო დონის სპიკერები ერთ სივრცეში შეიკრიბებიან.
„Balkan eCommerce Summit 2025“  არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა რეგიონში, რომელიც აერთიანებს ელექტრონული კომერციის, ციფრული მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროს ლიდერებს. ორი დღის განმავლობაში სოფია გადაიქცევა ინოვაციისა და ახალ შესაძლებლობებზე ორიენტირებული ადამიანების შეხვედრის ადგილად.
🌍 ღონისძიების მნიშვნელობა და მასშტაბი
ღონისძიებაში მონაწილეობენ ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა Amazon, Mastercard, Booking.com, Puma, Colgate, Moët Hennessy, SiteTuners და სხვა.


ეს არის უნიკალური შანსი, სადაც შეგიძლია:
✅ მოისმინო ტრენდული თემები გლობალური ლიდერებისგან
✅ დაამყარო ღირებული ბიზნეს კავშირები
✅ მოიძიო პარტნიორები ახალი ბაზრების დასაპყრობად ✅ ისწავლო საუკეთესო პრაქტიკები და გაიზიარო გამოცდილება

💡 ღონისძიების მთავარი კომპონენტები:
🔹 მასშტაბური ექსპო სივრცე ასობით სერვის პროვაიდერით. იპოვე საუკეთესო ტექნოლოგიური და მარკეტინგული გადაწყვეტილებები შენი ბიზნესის გასაზრდელად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
🔹 პრე-ივენთ ნეთვორქინგი და შეხვედრები ბრენდ ელჩებთან  უკეთ მოემზადე კონტაქტებისთვის და გაიმარტივე გზები პარტნიორობამდე.
🔹 პირველი დღე – 4 თემატური სცენა და 60-ზე მეტი სპიკერი ელექტრონული კომერციის, ციფრული მარკეტინგის, UX-ის, ავტომატიზაციისა და AI-ის მიმართულებით.
🔹 მეორე დღე ინსპირაციული მთავარი გამოსვლები მსოფლიო დონის სპიკერებისგან.
🔹 სპეციალური ზონა პირისპირ შეხვედრებისთვის (1-on-1) – ნეთვორქინგი მაღალი ეფექტურობით.
🔹 ინტერაქტიული მობილური აპლიკაცია – დაგეგმე შეხვედრები, აკონტროლე შენი დღე და დაუკავშირდი სხვა მონაწილეებს მარტივად.
🔹 გემრიელი საკვები, სასმელი, გასართობი და დაუვიწყარი ბალკანური წვეულება – იდეალური შერწყმა საქმიანი და არაფორმალური კომუნიკაციისთვის.


🎯 ვისთვის არის ეს ღონისძიება?
🔸 ონლაინ ბიზნესებისა და რითეილერებისთვის
🔸 ციფრული სააგენტოებისა და საკომუნიკაციო სტარტაპებისთვის
🔸 გადახდის,ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიური სერვისების პროვაიდერებისთვის
🔸 მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტებისთვის
🔸 ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ზრდითა და საერთაშორისო გაფართოებით

👉 დარეგისტრირდი დღესვე და გახდი მონაწილე ბალკანეთის უმსხვილესი ბიზნეს ღონისძიებისა: 🌐 balkanecommerce.com

📢 არ გამოტოვო ეს შანსი – იპოვე ახალი პარტნიორები, გაუზიარე შენი ხედვა მსოფლიოს და გააფართოვე შენი ბიზნესი!

Balkan eCommerce Summit – ადგილი, სადაც იდეები რეალურ შესაძლებლობებად იქცევა.
bottom of page