top of page
Business meeting

ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ 

პარტნიორების მოძიებისა და სწორი კავშირების დამყარებისთვის

საკონსულტაციო სერვისი მიზნად ისახავს ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, პრაქტიკულ მხარდაჭერასა და კომპანიების საჭიროების გათვალისწინებით შესაბამის ბიზნეს პარტნიორებთან დაკავშირებას.

მომსახურება ეხმარება იქომერს ბიზნესებს იპოვონ სანდო პარტნიორები, ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას, იყვნენ ინფორმირებულები და შეძლონ თანამედროვე პროცესების დანერგვა კომპანიის ეფექტურად და წარმატებით სამართავად.

ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲔᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ?

სერვისი განკუთვნილია ელექტრონულ კომერციაში ჩართული ყველა ზომის კომპანიისთვის.

აღნიშნული სერვისით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა იქომერს ბიზნესმა და ორგანიზაციამ, რომელსაც სურს მიაღწიოს საუკეთესო შედეგს ელექტრონული კომერციის სივრცეში

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲜᲢᲔᲑᲘ

ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ

კომპანიების სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ასოციაციამ შეიმუშავა ორი განსხვავებული მომსახურება:

ᲡᲐᲑᲐᲖᲘᲡᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

ხანგრძლივობა: 2 კვირა

 

ჩართული კონსულტანტები: Junior ან Medium ან Senior კონსულტანტი

აღწერა: სერვისი გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას ბიზნესთან და არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს. მომსახურების მიზანია ბიზნეს ურთიერთობების ინსაითებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობის დადგენა.

პროექტის მართვა ხდება Agile/Scrum მეთოდოლოგიით, ხოლო სერვისის მიწოდება - ISO/IEC 20000 საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მენეჯმენტის სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

აღნიშნული სერვისი ფარავს პარტნიორული და პროფესიული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას.​

საკონსულტაციო სერვისის ბოლოს კლიენტს წარედგინება არსებული მდგომარეობის შეფასების, ანალიზისა და რეკომენდაციების დოკუმენტი.

საკონსულტაციო სერვისის ბოლოს კლიენტს წარედგინება არსებული მდგომარეობის შეფასების, ანალიზისა და რეკომენდაციების დოკუმენტი.

ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲔᲑᲖᲔ ᲛᲝᲠᲒᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

ჩართული კონსულტანტები: Junior ან Medium ან Senior კონსულტანტი


აღწერა: აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს საბაზისო მომსახურების გავლა. 

ის მორგებულია კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებზე და მოიცავს როგორც სიღრმისეული რეკომენდაციების გაცემას, ასევე მათ იმპლემენტაციას.

კონსულტანტის ჩართულობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობაზე.

ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ
5 ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲐ

მომსახურება მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას. საჭიროებებიდან გამომდინარე საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში კომპანიას შეუძლია შეარჩიოს ერთ-ერთი მიმართულება

Insource & Outsource სერვისებით საოპერაციო ციკლის ოპტიმიზაცია

IT ტექნოლოგიების ვენდორებისა და პლატფორმების შერჩევა

შერწყმა და შესყიდვები (Mergers and Acquisitions)

სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა

წარმატებული პრაქტიკის გაზიარება: ვიზიტების ორგანიზება და ექსპერტებთან დაკავშირება

ᲒᲐᲜᲤᲐᲡᲔᲑᲐ

პარტნიორების მოძიებისა და სწორი კავშირების დამყარების საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ იქომერს ბიზნესს.

 

კონსულტანტის შერჩევისას ხდება ბიზნესის ზომის გათვალისწინება, რათა მოხდეს შესაბამისი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ბიზნესისთვის მისაღებ ფასად.

ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ

მიკრო ბიზნესისთვის - 2 760₾

 

მცირე ბიზნესისთვის - 7 735₾

 

საშუალო ბიზნესისთვის - 9 400₾

ᲬᲔᲕᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

მიკრო ბიზნესისთვის - 2 208₾

მცირე ბიზნესისთვის - 6 188₾

საშუალო ბიზნესისთვის - 7 520₾

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ

შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით 48 საათის განმავლობაში

bottom of page