ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ!
ᲗᲐᲠᲘᲦᲘ: 25 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
ᲛᲘᲡᲐᲛᲐᲠᲗᲘ: Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace Hotel
საერთაშორისო და ადგილობრივი გამომსვლელები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ ელექტრონული კომერციის მთავარ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ელექტრონული კომერციის დღე არის ინდუსტრიისა და დარგის წარმომადგენლების უკეთ გაცნობის და სამომავლო საქმიანი კონტაქტების შეძენის იდეალური შესაძლებლობა.
ᲡᲞᲘᲙᲔᲠᲔᲑᲘ
ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ & ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ
ᲛᲔᲓᲘᲐ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ
ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ელექტრონული კომერციის ასოციაცია დაარსდა 2020 წელს საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობის და გაუმჯობესების მიზნით.
წლების განმავლობაში, განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები, რომლებმაც დადებითი გავლენა მოახდინა როგორც ასოციაციის წევრებზე, ისე მთლიანად ელექტრონული კომერციის საზოგადოებაზე.
COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, ჩატარდა ვებინარების სერია, რომელიც ბიზნესს ღირებულ ცოდნას და ინფორმაციას აწვდიდა, რაც ურთულეს პერიოდში ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის ნავიგაციაში და ონლაინ გაყიდვების ზრდაში ეხმარებოდა. ვებინარები საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა კომპანიების აღჭურვაში საჭირო ინსტრუმენტებითა და სტრატეგიებით განვითარებად ბაზარზე გადასარჩენად.
მორიგი მიზანია შეიქმნას მჭიდრო კავშირი ასოციაციის წევრებსა და საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებს შორის, რათა უფრო გამარტივდეს როგორც გამოწვევების და სირთულეების დაძლევა, ისე ინოვაციური იდეების დანერგვა. სწორედ ამიტომ, საფუძველი ეყრება პირველ ელექტრონული კომერციის დღეს საქართველოში, სადაც ყოველ წელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდები თავს მოიყრიან საკუთარი გამოცდილების და რჩევების გასაზიარებლად.
ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ
Email: info@ecag.ge
Phone: +995 599 99 20 30