top of page
Business Meeting

ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲛᲠᲩᲔᲕᲔᲚᲘ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ 

სთავაზობს ბიზნესს არსებული მდგომარეობის მიმოხილვასა და შეფასებას, ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და განვითარების შესახებ ზოგადი რეკომენდაციების წარდგენას.

მომსახურეობა საშუალებას აძლევს კლიენტს ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს კომპანიის ზოგადი სურათი ელექტრნული ვაჭრობის კუთხით. საკონსულტაციო მომსახურეობის ფარგლებში კომპანიას უტარდება მოკლე, წინასწარი დიაგნოსტირება და იქომერსის ჭრილში ფასდება მისი არსებული მდგომარეობის დონე.

 

ამ მომსახურეობის შემდეგ ბიზნესი იღებს ინფორმაციას თუ რამდენად მზადაა გაიაროს ასოციაციის დანარჩენი საკონსულტაციო მომსახურეობები.

 

კლიენტი იღებს ინფორმაციას თუ რომელი მიმართულებების განვითარებაა საჭირო იქომერსის ოპერაციების გაძლიერებისა და ბიზნესის გაუმჯობესების მიზნით.

ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲔᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ?

ბიზნეს მრჩეველის საკონსულტაციო სერვისით შესაძლოა ისარგებლოს ყველა ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს ციფრული მარკეტინგის კონსულტაციის, მარაგებუს მართვის, მიწოდების ჯაჭვის გამართვის და პარტნიორობის და ნეთვორქინგის განვითარების საჭიროება.

 

ასეთი ორგანიზაციები შესაძლოა იყოს: რითეილ სექტორი, წარმოებები,ჰორეკა, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციები.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲜᲢᲔᲑᲘ

ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ

ხანგრძლივობა: 1 კვირა

ჩართული კონსულტანტები: 3 კონსულტანტი

აღწერა: მიწოდების საოპერაციო საქმიანობის კონსულტირების სერვისი მოიცავს ზოგად მიმოხილვას ბიზნესის არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს საოპერაციო ციკლის პროცესში. აღნიშნული სერვისი ფარავს ისეთ საკითხებს როგორიცაა  ტექნოლოგიური სიმწიფე, მიწოდება და ლოჯისტიკა, მომხმარებლის გამოცდილება, პროცესების მართვა.

ციფრული მარკეტინგის კონსულტირების სერვისი შეიცავს ბიზნესის, ბაზრისა და კონკურენტული ორგანიზაციების ზედაპირულ კვლევას და არსებული ციფრული აქტივებისა და სტრატეგიების ზოგად აუდიტს.

პარტნიორების მოძიებისა და სწორი კავშირების დამყარების კონსულტირების სერვისი მოიცავს ბიზნესის არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და პარტნიორული და პროფესიული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობების ზოგად ანალიზს და რეკომენდაციებს.

საკონსულტაციო სერვისის ბოლოს კლიენტს წარედგინება არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვისა და რეკომენდაციების დოკუმენტი.

ᲒᲐᲜᲤᲐᲡᲔᲑᲐ

ბიზნეს მრჩევლის საკონსულტაციო სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა ზომის იქომერს ბიზნესს. მომსახურების ფასები იცვლება კომპანიის ზომის შესაბამისად.

ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ

მიკრო ბიზნესისთვის - 1 000₾

მცირე ბიზნესისთვის - 1 500₾

 

საშუალო ბიზნესისთვის - 2 000₾

ᲬᲔᲕᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

მიკრო ბიზნესისთვის - 800₾

მცირე ბიზნესისთვის - 1 200₾

საშუალო ბიზნესისთვის - 1 600₾

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ

შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით 48 საათის განმავლობაში

bottom of page